პოლიტიკა

„მიმდინარეობს კონსულტაციები“ - შეცვლის თუ არა დავით ნარმანია ლაშა თორდიას

05.06.17 16:20


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა - შეცვლის თუ არა დავით ნარმანია, ლაშა თორდიას? თბილისის მერის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს კონსულტაციები, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვისაც და ზოგადად, საერთოდ გუნდისთვის. ჯერჯერობით რამე კონკრეტული გამოკვეთილი არ არის,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ვიცესპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, კახა კალაძესთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები