პოლიტიკა

გორის საკრებულოს დეპუტატი პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს მიმართავს

05.06.17 17:10


გორის საკრებულოს დეპუტატი თამარ თედლიაშვილი, ქვეყნის პეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, გორში პოლიტიკური ნიშნით, სამასახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, თედლიაშვილმა საგანგებო ბრიფინგი დღეს გამართა, სადაც ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრიდან ლიზა ყაზიშვილის შესაძლო გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყაზიშვილის სამსახურიდან დათხოვნას გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ნადიბაიძე მერის დავალებით, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო გეგმავს. რადგან, ლიზა ყაზიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრია და ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს.

„ვფლობ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ქ. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის გაერთიანების ხელმძღვანელმა თანამშრომლებს მოსთხოვა დაეწერათ განცხადება, სამსახურიდან წასვლის შესახებ, რაც არის ადამიანის შრომითი უფლებების უხეში დარღვევა. მათ შორის, დაიგეგმა ბავშვთა და ახალგაზრდობის სასწავლო ნაწილის, ლიზა ყაზიშვილის შტატის გაუქმება პოლიტიკური ნიშნით. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს, ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულებულიყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შევიწროვება, დევნა და დაშინება. მაქვს თქვენი რეაგირების იმედი, აღნიშნულ დისკრიმინაციულ ფაქტთან დაკავშირებით.“-აცხადებს თამარ თედლიაშვილი. გორის მერიამ ახალგაზრდბისა და კულტურის განვიტარების ცენტრის გაერთიანება ცოტა ხნის წინ ჩამოაყალიბა და მის ხელმძღვანელად მომღერალი გიორგი ნადიბაიძე დანიშნა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები