პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის პროექტში მთელი რიგი ცვლილებები შევა

05.06.17 17:40


“კონსტიტუციის პროექტში საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი რიგი ცვლილებები შევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 16 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები გაიმართება.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ ორ რამეს: საკომიტეტო განხილვებს და ვენეციის კომისიის დასკვნას.

ამის შემდეგ გაცხადდება პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება. დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები, საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად“, – განაცხადა კობახიძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები