პოლიტიკა

ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

05.06.17 17:50


ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს.

”ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდეგ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან: London Bridge, Borough Market”-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს.

ლონდონში, ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები