პოლიტიკა

გიორგი ბადაშვილი შესაძლოა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახდეს

05.06.17 18:45


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი შესაძლოა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი ბადაშვილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. გიორგი ბადაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე მუშაობდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები