ეკონომიკა
05.06.17 20:40
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, თბილისში არსებულ 28 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული პუნქტების საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორებიცაა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელება, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.
”გარდა მითითებული გარემოებებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა ხშირად ხდებოდა მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი. კერძოდ, სავალუტო პუნქტების მიერ არ ხდებოდა მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება გაცვლით კურსებთან დაკავშირებით.
ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა ან/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელება, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე.
მართალია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ნაღდი ფულით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისათვის საკომისიო გადასახადის დაწესებას და საყურადღებო კურსით ტრანზაქციების განხორციელებას, თუმცა ასეთ შემთხვევებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" თანახმად, პუნქტი ვალდებულია, აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - [email protected]”, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24