ეკონომიკა

საქართველო EXPO 2017-ის მონაწილეებს ქვეყნის ენერგოპოტენციალს გააცნობს

06.06.17 19:30


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალს წარადგენს ყაზახეთში საერთაშორისო გამოფენაზე EXPO 2017. ქართული გამოფენა 491 კვადრატული მეტრი ფართობის ერთ-ერთ პავილიონში განთავსდება.

საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა EXPO 2017 სახელწოდებით "მომავლის ენერგია" ასტანაში 10 ივნისს იხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში 115 ქვეყანა მონაწილეობს. სავარაუდოდ, მას 2-3 მილიონი ადამიანი ეწვევა. გამოფენაზე ქვეყნები აჩვენებენ მიღწევებსა და პერსპექტივებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების სფეროში და მათ ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა ეკოლოგიური სისუფთავე, ესპლუატაციის დაბალი ღირებულება და გარემოსთვის უვნებლობა.

"EXPO 2017-ზე საქართველოს წარმომადგენლობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ხელმძღვანელობს, რადგან ეს სპეციალიზებული გამოფენაა და ენერგეტიკას ეხება…

პავილიონში კი შევეცდებით მაქსიმალურად წარმოვადგინოთ ენერგეტიკული პოტენციალი, რომელიც გულისხმობს როგორც ტრანზიტული ქვეყნის შესაძლებლობებს, ისე განახლებადი ენერგიის წყაროებს. ეს კონცეფციის ძირითადი სქემაა", — განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

გამოფენაზე საქართველოს კომისარი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი იქნება. EXPO 2017-ის გახსნის ცერემონიას დაესწრება მინისტრი კახა კალაძეც. უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყაზახური მხრიდან EXPO 2017-ზე დასწრების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები