ეკონომიკა
09.06.16 20:55
2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის პირველი კვარტალში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობ 103%-ითაა გაზრდილი.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა ძალიან სწორი და დადებითია.
„წინა წელთან შედარებით, პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი. პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა რომ, ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად, წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები. ამ ყველაფრის დამადასტურებელი, რა თქმა უნდა, პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 %-ით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი - 36 %-ით, მეორე ადგილზეა - თურქეთი 15 %-ით, ხოლო მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 12 %-ით.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 200 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტია.
მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 58 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 40 მლნ. აშშ დოლარით.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 505
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება
18:1521.05.24
-
17:4821.05.24
-
17:1721.05.24
-
შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით
16:5021.05.24
-
2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო
16:2721.05.24
-
16:0021.05.24
-
15:2421.05.24
-
15:0021.05.24
-
ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
14:1021.05.24
-
13:4521.05.24
-
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა
13:2021.05.24
-
კახა კალაძე - ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება
12:5621.05.24
-
12:2421.05.24
-
12:0121.05.24
-
11:2921.05.24
-
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:0021.05.24
-
10:3921.05.24
-
10:0021.05.24
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24