ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდე, მთლიანი სესხებისა კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო

12.06.17 18:55


საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი არაერთი ქვეყნისთვისა სერიოზული გამოწვევაა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს.

„ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპლემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო“, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები