ეკონომიკა

სახელმწიფო ქართული ცხვრის ჯიშს მკაცრად დაიცავს

12.06.17 20:05


საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკონტროლებს ქართული ცხვრის ჯიშის სისუფთავეს და სხვა ჯიშის ცხვრებთან შეჯვარებას, ნათქვამია გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

საქართველოში ძირითადად სამი ჯიშის ცხვარია — თუშური, იმერული და წმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 8,5 მილიონზე მეტი ცხვარი და თხაა.

„გამკაცრდება კარანტინის წესები. სამწუხაროდ, იყო უცხოეთიდან, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანისა და მათი ქართულ ცხვრებთან შეჯვარების პრაქტიკა.

ვეტერინარული თვალსაზრისით, ქართული ცხვრის უცხოურ ცხვართან შეჯვარება სარისკოა“, — ციტირებს გაზეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტ ლევან დავითაშვილის სიტყვებს.

მისი სიტყვებით, გამორიცხული იქნება ქართული და უცხოური ჯიშის ცხვრების შეჯვარება.

„ვეტერინარული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს მაღალი ნდობა აქვს.

ქართული ცხვრები კარგი ხარისხისაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი ინდუსტრია, მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მეცხვარეების ინტერესები და ბაზრებზე მათი წვდომა უნდა იყოს სტაბილური“, — აღნიშნა დავითაშვილმა. 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განახორციელა, ხოლო ბატკნისა და ცხვრის ხორცის, მათ შორის, გაყინული — 2 მლნ დოლარის ღირებულების.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები