ეკონომიკა
05.07.17 19:40
2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მონაცემები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 59%-ით აღემატება.
მათივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
”2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით გაიზარდა. 51%-ით მოიმატა ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა, გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 104% (3 842 412), რუსეთი - 89% (19 313 343), უკრაინა - 30%(2 983 000), პოლონეთი - 13% (1 212 704), ლატვია - 19% (685 508), ბელარუსი - 43% (660 674), გერმანია - 20% (200 440), აშშ - 43% (176 274), ისრაელი - 150% (105 710), საფრანგეთი - 457% (95 530), აზერბაიჯანი - 241% (87 402) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 19 313 343, ჩინეთი - 3 842 412, უკრაინა - 2 983 000, პოლონეთი - 1 212 704 და ყაზახეთი -1 163 827 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 858 734 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 85%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%-ს აღწევს.
სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 89 910 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 110% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 245,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24