საზოგადოება

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას 8 ბინა დაზიანდა

23.11.17 14:55


გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ორმხრივი სროლისა და აფეთქების შედეგად 8 საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. ზარალს მთელი ღამის განმავლობაში ისნის გამგეობის შესაბამისი სამსახურები ითვლიდნენ. ბინების სრული რეაბილიტაციის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაფარავს.

გუშინ გვიან ღამით ადგილზე მისული იყო ისნის რაიონის გამგებელიც. კახა ლაბუიჩაძის თქმით ვიზუალური ინფორმაციით დაზიანებულია 8 ბინა:

„ინფორმაცია გვაქვს ვიზუალური ისიც შორიდან, ჩვენ არ გვეძლევა ამ ეტაპზე მისვლის საშუალება, მაგრამ რასაც ვხედავთ დაახლოებით არის რვა ბინა,“-განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები