საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

23.11.17 18:45


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (-66 კგ) ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ამ დღეებში პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში ტარდება.

ნახევარფინალში ბოლქვაძემ ამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პოლონელი რომან პაცურკოვსკი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ხოლო ფინალში რუსი ალენ მირზოიანი დაამარცხა.

23 წლის ბოლქვაძისთვის ეს წარმატება სპორტულ კარიერაში მესამეა. 2016 წელს მან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რიგაში ევროპის ჩემპიონატზე მესამე გახდა.

ბოლქვაძესთან ერთად პედესტალის უმაღლეს საფეხურზე ასვლა კიდევ ორ ქართველ სპორტსმენს შეეძლო, თუმცა, ფინალურ ორთაბრძოლებში ორივე დამარცხდა. 80-წლამდე წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ თურქეთის წარმომადგენელს დაუთმო, ხოლ მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ (-130 კგ) ვერ შეძლო რუსი სერგეი სემიონოვის დამარცხება.

ადრე, ტურნირის პირველ დღეს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა ქართველმა გელა ბოლქვაძემ (-75კგ).

ასე რომ, ქართველ სპორტსმენებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს — ერთი ოქრო და სამი ვერცხლი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები