საზოგადოება
23.11.17 20:55
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილ თანამშრომელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული, წინასაექსტრადიციო პატიმრობა სამი თვის ვადით გაუგრძელა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.
ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მაშინ თბილისის სასამართლომ მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. თურქეთში ემრე ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
„დღეს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით გაგრძელდა. ჩვენ მოვითხოვდით, მისი 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას", — განაცხადა კვიჟინაძემ.
თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს გიულენთან კავშირს. სასამართლო მოსმენების დროს დემირელის კოლეჯის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოს კიდევ ერთხელ სთხოვა სასამართლოს გათავისუფლება.
„საქართველოში 15 წელია რაც ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში არანაირი არალეგალური და ტერორისტული ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ. ჩემი საბანკო ანგარიშებიდან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის არცერთი თეთრი არ გადამირიცხავს. ამ 15-წლიანი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებებიდან არაერთი მადლობის სიგელი მიმიღია. ჩემი ოჯახის წევრები რთულ მდგომარეობაში არიან. მე შვილებს ვჭირდები.
გთხოვთ გამათავისუფლოთ", — განაცხადა ჩაბუქმა.
დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას მისთვის და ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ივლისში ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
ჩაბუქის ადვოკატებმა სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა 21 ნოემბერს მათ სარჩელზე უარი ეთქვათ. ჩაბუქის იურისტების განცხადებით, თურქეთის მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში მას საფრთხე ელის. მოგვიანებით საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გურმუქჩუმ ქართული მხარე დაარწმუნა იმაში, რომ თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამშობლოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა.
მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
რაც შეეხება, გიულენს, მას თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 16 ივლისის ღამეს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აშშ-სგან მის გადმოცემას ითხოვს. თვითონ გიულენმა დაგმო აჯანყება და განაცხადა რომ ის მასში არ მონაწილეობდა.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება
18:1521.05.24
-
17:4821.05.24
-
17:1721.05.24
-
შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით
16:5021.05.24
-
2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო
16:2721.05.24
-
16:0021.05.24
-
15:2421.05.24
-
15:0021.05.24
-
ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
14:1021.05.24
-
13:4521.05.24
-
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა
13:2021.05.24
-
კახა კალაძე - ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება
12:5621.05.24
-
12:2421.05.24
-
12:0121.05.24
-
11:2921.05.24
-
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:0021.05.24
-
10:3921.05.24
-
10:0021.05.24
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24