საზოგადოება

სამართალდამცველებმა მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

24.11.17 15:35


მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით შსს-სა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა მცხეთის შესასვლელთან 4 პირი დააკავეს, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხშეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და განთავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს.

უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა ვ. მ. უვნებლად გაათავისუფლეს.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები