ეკონომიკა

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

09.01.18 15:15


2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017წლის დეკემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 116,7 ათასი ტონა, რაც 21,3 ათასი ტონით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის დეკემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 43,9 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 72,8 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 24,9 ათასი ტონით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 32,8 ათასი ტონა ანუ 74,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 10,6 ათასი ტონა ანუ 24,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 1,1%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ნოემბრის თვეში შეადგინა: დიზელი გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. % – 72,8 ათასი ტონა ანუ 100%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის დეკემბრის თვეში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 34,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 32,0 ათასი ტონა (27,4%), რუმინეთი - 28,5 ათასი ტონა (24,4%), თურქმენეთი - 11,0 ათასი ტონა (9,4%); ბულგარეთი - 6,2 ათასი ტონა (5,3%), საბერძნეთი - 4,9 ათასი ტონა (4,2%).

2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 5,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,4 ათასი ტონით ნაკლებია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც, ფაქტობრივად, ანალოგიურია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა12,1 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,3 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები