საზოგადოება

პროგრამა მშობლებისთვის – შვილზე ინფორმაციის მიღება ელექტრონულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი

25.01.19 12:15


განათლების რეფორმის ფარგლებში, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარდგინისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას ის პრიორიტეტბი გააცნო, რომელის განხორციელება რეფორმის ფარგლებში უკვე დაწყებულია და მიზანს მანდატურის სამსახურის გაძლიერება წარმოადგენს.

„სკოლების უსაფრთხოების მიმართულებით, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მივიღეთ პოზიტიური შედეგები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვიწყებთ რეფორმის მეორე ეტაპს, რომელიც მანდატურის სამსახურთან ერთად, სკოლების გაძლიერებას გულისმობს. ჩვენი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ისეთი ელექტრონული პროგრამის შექმნაზე, რომელიც სასკოლო პროცესში მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები