პოლიტიკა

სლოვენიის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას

15.05.20 11:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორის.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა კორონავირუსის პოსტკრიზისულ ვითარებაში უსაფრთხო ტურიზმის კონცეფცია და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აქტიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და საერთაშორისო სოლიდარობის შესახებ საუბრისას, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კრიზისულ პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გახდეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, ეს დრო სწორედ ის პერიოდია, როცა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები