პოლიტიკა

ბოლნისში გართულებული ეპიდვითარება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს

15.05.20 12:00


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

გასული, 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის გამო, საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომ არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობ და არ გაჩნდეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები