პოლიტიკა

"გირჩი" ორშაბათიდან პარლამენტში შედის

16.04.21 14:20


"გირჩი" ორშაბათიდან საპარლამენტო საქმიანობას შეუდგება - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მან ისიც აღნიშნა, რომ ოცნებასთან მოლაპარაკებები არ ჰქონია, უბრალოდ გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა:


"ოცნებასთან ამ საკითხებზე მოლაპარაკება არანაირად არ გვქონია, ჩვენ, უბრალოდ, "ოცნებას" შევატყობინეთ.

 

ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას. 3 წელზე მეტია დარჩენილი ამ პარლამენტის, თუ მას აქვს შანსი შედგეს ფუნქციონალური ორგანო, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შევიდეს და პარლამენტმა მიიღოს ის ფორმა, რა ფორმითაც ის ხალხმა აირჩია, მაგრამ თუ არ შედიან, ამ პარლამენტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ნება, თუ ეს ნება გამოჩნდება, შევაფასებთ, რომ ეს მართლა პარლამენტია, თუ ეს ვერ დავინახეთ, მაშინ, ჩვენ იქ ყოფნას ექნება "ოცნების" გაპრავების შინაარსი, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები