პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის - არა

03.09.21 16:00


საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად მგონი კითხვები აღარ არსებობს, რადგან ჩვენ განმარტება გავაკეთეთ ამის თაობაზე და მოსახლეობას ავუხსენით, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სესხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

კითხვაზე, თუ რატომ არის პრეზიდენტისთვის მთავრობის ეს გადაწყვტილება გაუგებარი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმარისი ინფორმაცია არა აქვს.

 

„ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ვალზეა საუბარი და თუ როგორ არის ეს ვალები დიფერენცირებული, როგორ მთავრობს მთავრობს ამ საკითხს. ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებული და გაზვიადებულია იმის თქმა, რომ თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. კიდევ კარგი, რომ ეს სიტყვა შეცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. დიახ, ეს იყო ვალი და სესხი. ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირის ვალი აღარ იყო საჭირო და რატომ? პირველი ის, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელიც არ შექმნის რაიმე პრობლემას. მეორე- ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და ნახეთ, როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით. და მესამე - სესხი იყო დაკავშირებული სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებზე როდესაც ვკონცენტრირდებით და ხაზს ვუსვამთ ურთიერთობას ევროკავშირთან, ვფიქრობ, ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, რადგან ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი ცალკე აღებული კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მილიონი ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს.“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები