პოლიტიკა

ციკლიდან "ყველაფერი ნაცების ბრალია" - გიგი უგულავა ოცნების დეპუტატებოს კანდიდატთა სიას აქვეყნებს, რომლებიც წარსულში "ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ

06.09.21 10:15


გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ყვარელში "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს, რომლებიც წარსულში "ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ, ახლა კი მმართველი გუნდის წევრები არიან და ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივად სურთ:

 

"ციკლიდან ყველაფერი ნაცების ბრალია ...

 

ყვარლის "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატთა სია:

 

1. ოთარი ბუჯიაშვილი საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან

 

2. დათო ვარადაშვილი სოფელ გავაზის რწმუნებული ნაციონალების დროს, 2013 წელს დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით

 

3. ქეთევან ჭიპაშვილი მთავარი ნაცზონდერი ქალი, მოქმედი რესურსცენტრის ხელმძღვანელი

 

4. ლალი თვალიაშვილი - გოჩა შავგულიძის მეუღლე. საკრებულოს წევრი ნაცმოძრაობიდან 2010-14 წლებში

 

5. ლევან გელაძე - სატყეო სამმართველოს უფროსი 2013 წლამდე, მისი ძმა იყო საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან

 

6. გიორგი ამირხანოვი - ნაცმოძრაობის მუდმივი კოორდინატორი პროკურატურის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით აღძრული საქმე დახურეს, შედეგად ოცნების სიაში აღმოჩნდა

 

ამ ინფორმაციის ავტორი ოცნების ყვარლის საკრებულოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ხუციშვილია" - წერს გიგი უგულავა. 

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები