თალიშები და სხვა ირანიზირებული თურქები: ხაზარები და ჩარაიმაკები

26.07.17 16:00


ბევრი მათგანი, ვინც შეისწავლის თალიშელი ხალხის ისტორიას დღეს გამეფებული კონცეფციის ფარგლებში იმასთან დაკავშირებით, თითქოს ირანელი თუ „არიელი“ ხალხი მთელ რიგ ისტორიულ შეუსაბამობას აწყდებიან ხოლმე.

ჯერ ერთი, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიაში არ გვაქვს არანაირი ცნობა თალიშების შესახებ მე-15 საუკუნემდე. ეს წარმოუდგენელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი ისტორიულად მეტად მდიდარი რეგიონის მკვიდრნი იყვნენ და არიან. არც ქართული, არც თურქული, ირანული, არაბული, და არც სომხური წყაროები არაფერს ამბობენ თალიშების შესახებ.

შუა საუკუნოვანი მემატიანეები წერენ ერის შესახებ, რომლის სახელწოდებაც საკმაოდ ახლოს დგას თალიშების თვით დასახელებასთან - თოლიში (ტიოლიოსი, თელესი, ტოლოსი). ამგვარი ცნობები ჯერ ჩინეთშია ნაპოვნი, შემდეგ კი რუსეთში. თუმცა ისინი ეხება რეგიონს, რომელიც რამდენიმე ათასი კილომეტრითაა დაშორებული თალიშების ამჟამინდელი საცხოვრებელი უბნიდან აზერბაიჯანში. ამ ერის დაწვრილებით აღწერას ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით.

მეორე და უმთავრესი მომენტია თალიშების პრივილეგირებული მდგომარეობა მე-16-18 საუკუნეებში ირანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე შექმნილ თურქულ სახელმწიფო სისტემაში, რაც ირანელთათვის ატიპურია.

როგორც ცნობილია, მე-16 საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანში შექმნილი სეფევიდების ზესახელმწიფოს «ბირთვი» გახლდათ თურქული შიიტური (აზერბაიჯანული) ტომები, რომლებიც ისტორიაში ყიზილბაშების სახელწოდებით შევიდნენ. .

თუმცა, სეფევიდური იმპერიის ფაქტობრივად თურქული საომარი საზოგადოებრივი ფენის ყიზილბაშური ტომების რიცხვს მიაკუთვნებდნენ თალიშებს, რომლებიც სხვა ყიზილბაშებთან ერთად დაეხმარნენ სეფევიდების დინასტიის პირველ შახს - ისმაილ I (ხატაი) - გაემყარებინა საკუთარი ხელისუფლება ირანსა და აზერბაიჯანში.

არც ერთი სხვა ირანულ ენოვანი ერი სეფევიდების ზესახელმწიფოში არ ირიცხებოდა პრივილეგირებული ყიზილბაშური ტომების შემადგენლობაში. არც თალიშების მეზობელი ტომები – გილიანები, ქურთები, ლურები, ბახტიარები, სპარსელები. რატომ ვრცელდებოდა ამგვარი გამონაკლისი თალიშებზე?

ვიმეორებთ, თალიშები ერთადერთი ირანულ ენოვანი ერია, რომელიც ყიზილბაშური ტომების ნიადაგზე მოგვიანებით წარმოქმნილი სეფევიდების ზესახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ შახსევენების (ანუ „შახის მოყვარულები“) პრივილეგირებულ ტომს შეუერთდა, საიდანაც გარკვეულწილად ჩამოყალიბდა შახის ელიტარული გვარდია.

ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება, ვინაიდან, ტრადიციულად არა მხოლოდ სეფევიდები, არამედ სხვა თურქული სახელმწიფოებიც, რომლებიც ამჟამინდელი ირანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდნენ, განსაკუთრებულად არ ენდობოდნენ ირანელებს და სანდოდ არ მიიჩნევდნენ სამხედრო თვალსაზრისით.

ანუ, ყიზილბაშურმა ტომებმა თალიშები მიიღეს თავის თურქულ ყიზილბაშურ „სამხედრო საძმოში“, სადაც არ მიუღიათ არც ერთი სხვა ირანულ ენოვანი ერი. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები: თუკი თავდაპირველად თალიშები იქნებოდნენ არა ირანული წარმომავლობისა, არამედ ირანიზირებული თურქული წარმომავლობისა.

თვით ცნება «ირანიზირებული თურქი» რატომღაც მიუღებელია უამრავი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფისათვის. „ირანიზირებული თურქების“ არარსებობას განსაკუთრებით გულმოდგინედ ამტკიცებენ სპარსი და სომეხი ისტორიკოს-ნაციონალისტები.

ამ დროს კი ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებენ.

არსებობენ თურქული წარმოშობის მრავალრიცხოვანი თვითმყოფადი ერები, რომელთაც, მიუხედავად ყველაფრისა, დაავიწყდათ მშობლიური ენა და ირანულად ამეტყველდნენ.

ირანიზებული თურქებისა და ირანიზებული მონღოლების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი ერები, როგორიცაა ხაზარები და ჰარაიმაკები, რომლებიც ამჟამინდელი ავღანეთის, ასევე მომიჯნავე ირანისა და პაკისტანის ტერიტორიაზე სახლობენ.

ხაზარები (სიტყვიდან «ხეზარი» — «ათასი») არიან თურქული და მონღოლური წარმომავლობის ირანულენოვანი შიიტები, რომლებიც ცენტრალურ ავღანეთში ცხოვრობენ (ქვეყნის საერთო მოსახლეობის 8-10%). ეს ერი შედგება თურქული და მონღოლური ტომებისაგან, რომელთა შორის არიან ბარლასი, ნაიმანი, ოირატი, უიშუნი, თათარი, კარლუკი, ყივჩაღი, უიგური, თურქმენი, კაზაკები, ყირგიხები და ა.შ. ამ ტომების გვერდით ალტაიში ძველად ცხოვრობდა ტოლოსის ანუ თელესის ერი (თნამედროვე ტალიშთა წინაპრები).

კიდევ ერთი ირანულ ენოვანი, მაგრამ თურქული წარმომავლობის ერი ჩარაიმაკები (რაც თარგმანში «ოთხ ტომს» ნიშნავს) — ირანულ ენოვანი ტომების (ჯემშიდები, ფირუზკუხები, ტაიმანები, თეიმურები) ერთობლიობაა, რომლებიც განსახლებულნი არიან ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთსა და ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ჩარაიმაკების ოთხ ძირითად ტომობრივ ჯგუფს გამოყოფენ: ჯემშიდები, ფირუზკუხები, ტაიმანები და თეიმურები, რომლებიც შემდეგ კიდევ იყოფიან ტომებად და გვარებად. ჩარაიმაკებს ხშირად მეხუთე-ზურის-ტომსაც მიაკუთვნებენ. ჩარაიმაკელთა ტომის ეთნოგენეზში ძირითადად მონაწილეობდნენ თურქები და მონღოლები, ნაწილობრივ კი-ავღანელებიც. ასე მაგალითად, ტაიმანის ხალხის სუბეთნიკური ჯგუფია: ყივჩაღები, დურზაები, ხაზარა-ტამენები, კაკარები. სავარაუდოდო, ყივჩაღები-თურქული, ხოლო კაკარები-ავღანური წარმოშობისა არიან.

ხაზარები და ჩარაიმაკები მეტყველებენ სპარსული ენის დიალექტზე (ფარსი-ქაბული ან დარი).

ზნეობითა და ადათით ეს ხალხი აშკარად თურქული და მონღოლური წარმოშობისაა. ეს იმითაც მტკიცდება, რომ იმავე ხაზარებისა და ჩარამაიკების შემადგენლობაში შედიან თურქებსა და მონღოლთა შორის გავრცელებული ყივჩაღთა, ნაიმანთა და სხვათა გვარები.

როგორ აღმოჩნდნენ ხაზარები და არამაიკები ავღანეთის შუაგულში? ეს მოხდა ჩინგიზ ყაენის მიერ ცენტრალური აზიის დაპყრობისას. იმ დროს ჩინგიზიდებმა თავიანთი მებრძოლები სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ავღანეთში ჩაასახლეს, სადაც ისინი აკონტროლებდნენ გინდუკუშის მთებზე გამავალ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გზებს.

პრინციპში, ჩინგიზიდების ტაქტიკა ამგვარია – ისინი ერთგულ და სანდო თურქულ ტომებს ასახლებდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში, მაგრამ, თუკი ცენტრალური აზიისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გინდუკუშის მთები გახლდათ, აზერბაიჯანში ამგვარ მნიშვნელობას ქალაქ არდებილის რაჯონი და თალიშის მთები ატარებდა. სავარაუდოდ, ჩინგიზიდების იმპერიამაც სწორედ აქ ჩაასახლა თელესის, ტოლიშის ანუ თალიშის ტომები, რომელთაც ხაზარებისა და ჩარაიმაკების მსგავსად, შემდგომში ირანიზაცია განიცადეს. იგივე ბედი ეწია გილიანცებს, გალეშებსა და ტატებს-თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

ეხლა გასაგებია, თუ რატომ არ არის თალიშების ხსენება კავკასიასა და წინა აზიაში ჩინგიზიდების ეპოქამდე - ისინი ხომ იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყვნენ აღნიშნულ რეგიონში ჩამოსახლებულნი.

მაინც სად არის თალიშების პირველი სამშობლო? ამასთან დაკავშირებით ცალკეული სიღრმისეული კვლევა უნდა ჩატარდეს.

არსებობს გეოგრაფიული ზონა, სადაც თალიშების თვით დასახელების ანალოგიური ეთნონიმები, როგორიცაა ტოლიშ/ტოლოს ან თელესი ძალიან ხშირად გვხვდება. ეს გახლავთ თურქული ერების პირველი სამშობლო ალთაი, საიანი და ჩრდილო მონღოლეთი. აქ შეგვხვდება ტბა სახელწოდებით, რომელიც თალიშელ ხალხს უკავშირდება – ტელეთის (ტელესის) ტბა, აქ მაცხოვრებელი ხალხის ეროვნულ შემადგენლობაში შემორჩენილია ალთაელთა, ტუვინთა, ყირგიზთა ჯგუფები, რომელთა წარმომავლობა ძველ ტოლოსებს უკავშირდება.

თალიშელი ხალხისა და ალთაი-საიანელი თურქების ისტორიის შესწავლისას უამრავი დამთხვევა იჩენს თავს და რაც მეტია ასეთი დამთხვევა, მით მეტია მტკიცებულება იმისა, რომ ალთაის ტელესები და აზერბაიჯანელი თალიშები-ერთი და იგივე თურქული წარმომავლობის ერია, რომელმაც შემდგომში უამრავი ეთნიკური კომპონენტი შეითვისა.

გამოდის, რომ ამ დრომდე, თალიშების ისტორიის შესწავლისას მეცნიერები მცდარი გზით მიდიოდნენ. მათი ისტორიის შესწავლა თურქული ერებისა და თურქულ ენოვანი ქვეყნის სახელმწიფო წარმონაქმნების-თიოლიოსის სახანო, ყარა-ქიდანეის სახელმწიფოები (ხორ ხატანი, ხარ ხიატანი) ჩინგიზიდების იმპერიის-ისტორიის შესწავლით უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივაკვლევთ თალიშელი ხალხის წარმოშობის პირველწყაროს.




KavkazPlus

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები