ანალიტიკა

ვინ უფრო მეტი დამნაშავეა: ალექსანდრე ლაპშინი თუ საქართველოში სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპისკოსი ვაზგენ მირზახანიანი?

02.08.17 18:15


2017 წლის 7 თებერვალს ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი ბელორუსიიდან აზერბაიჯანში იქნა ექსტრადირებული. შეგახსენებთ, რომ იგი არა მხოლოდ უკანონოდ სტუმრობდა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ 2016 წლის 6 აპრილსა და 29 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაშლის საჯარო მოწოდებებით გამოდიოდა საერთაშორისო დონეზე, მხარს უჭერდა რა იმ რეჟიმის „დამოუკიდებლობას“, რომელიც არაკანონიერად ფუნქციონირებს ოკუპირებულ მიწებზე. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა ბლოგერზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა «სახელმწიფო საზღვრების დარღვევის შესახებ» კანონისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციული კოდექსის დარღვევის გამო.

ლაპშინი მინსკში დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით. აზერბაიჯანში მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 281.2 -ით გათვალისწინებული «სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საჯარო მოწოდებები“-თა და მუხლი 318.2 «აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების უკანონო გადაკვეთა“ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ალექსანდრე ლაპშინის აზერბაიჯანული მართლმსაჯულებისათვის გადაცემის პრეცედენტი გვაფიქრებს საქართველოში სომხეთის სათვისტომოს ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ გაცილებით უფრო დიდ დანაშაულზე. პირველ რიგში, ეს ეხება სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ეპისკოპოსს საქართველოში, ვაზგენ მირზახანიანსა და მის ქვეშევრდომებს, რომლებიც შეგნებულად მოუწოდებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნის, აზერბაიჯანის კანონების დარღვევისაკენ სომეხი ეროვნების ათასობით საქართველოს მოქალაქეს.

თუკი ალექსანდრე ლაპშინმა დანაშაული არაჯანსაღი გონორისა და ამბიციების გამო სისულელით ჩაიდინა, საქართველოში სასომხეთის სათვისტომოს ხელმძღვანელები მიზანმიმართულად აწარმოებენ დანაშაულებრივ საქმიანობას აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ ნაციონალიზმის, რასიზმისა და სეპარატიზმის პროპაგანდით, ასევე აშკარად განადიდებენ ნაცისტ დამნაშავეებს, როგორიცაა გარეგინ ნჟდე.

შევავადაროთ ინფორმაცია ვაზგენ მირზახანიანის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ალექსანდრე ლაპშინის პოსტს.

გთავაზობს ამონარიდს მასალიდან, რომელიც გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე novostink.ru ფრიად მეტყველი სათაურით «საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდობა გაეცნო ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს სასომხეთსა და არცახში».

«2014 წლის 21-23 ოქტომბერს საქართველოში მოქმედი სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების 20 აქტიური ახალგაზრდისაგან შემდგარი ჯგუფი ვალერი ბადალიანის მეთაურობით ეწვია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას. ამ სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა სომხეთის ეპარქიასთან მჭიდრო კავშირში მყოფი თბილისელი ახალგაზრდებისა და საქართველოს სხვა სომხურენოვანი მოსახლეობის გაცნობა ისტორიული სასომხეთისა და არწახის სულიერ და კულტურულ ძეგლებთან და მათი დაახლოება არწახის მოსახლეობასთან. ვიზიტი განხორციელდა სასომხეთის რესუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით რისთვისაც საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქია და მისი ახალგაზრდული განყოფილება მადლობას უხდის მას.

გაცნობითი ვიზიტი ახალგაზრდებისა და იწყო ზღაპრულად მშვენიერი სოფლიდან ტატევი და დაუვიწყარი მოგზაურობიდან მსოფლიოში ყველაზე გრძელ, გინესების რეკორდების წიგნის თანახმად, საბაგირო გზაზე, საიდანაც ახალგაზრდები 12 წუთის განმავლობაში ათვალიერებდნენ თვალწარმტაც საშემოდგომო ხედს: ოქროსფრად შეფერილი არემარე, განდეგილთა მონასტერი, კლდეები და ქარაფები, სადაც მთის ძირას მოედინება ხმაურიანი მდინარე ვოროტანი.

ინფორმაცია, რომელიც ტეტევის სამონასტრო კომპლექისის შესახებ იქნა მოპოვებული, ეროვნული გმირის გარეგინ ნდვეს კაბინეტის დათვალიერებიდან მიღებული შთაბეჭდილებები, ზეთის დამამუშავებელი კომპლექსის სამეწარმეო ნაწილის სრულყოფილება და ტექნიკური უზრუნველყოფა - ყოველივე ეს ბუნების სილამაზეს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდიდა.

სტეპანაკერტში, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში, ახალგაზრდულ დელეგაციასა და განყოფილების უფროსს შორეული თბილისიდან უმასპინძლა კულტურის მინისტრმა ნაინე აღაბალიანმა. მინისტრმა ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს შესამჩნევ გამოცოცხლებას საქართველოში მცხოვრებ სომხურენოვან ახალგარდობას შორის, მან ხაზი გაუსვა ამ კუთხით მისი საქართველოში სომხური ეკლესიის ეპისკოპოსის, უწმინდესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანისა და ცენტრის „აიარტუნის“ როლს. «თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნებისმიერი სომეხი სიცოცხლეში თუნდაც ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს არწახს, შეიგრძნოს ამ მიწის ძალა, ურთიერთობა დაამყაროს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. ამგვარი თანამშრომლობა და კავშირები პირველ რიგში მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის და მთავარი ფაქტორია სომხური ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, დასძინა მინისტრმა.

შეხვედრის დროს გამოითქვა წინადადებები თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების შესახებ, რისთვისაც ორივე მხარემ გამოთქვა მზაობა. სომხური ეპარქიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ სიხარულით მიიღო მოწვევა მონაწილეობა მიეღო ეროვნული ცეკვების ოლიმპიადაში. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტრადიციული ყარაბაღული მწვანილიანი პურით.

ორდღიანი ვიზიტის გრაფიკი მეტად დატვირთული იყო, ხოლო სულიერი ტაძრებისა და ელიტარული შენობების მონახულებით მიღებული შთაბეჭდილებები-წარუშლელი. არანაკლებ საინტერესო იყო ხალიჩების მუზეუმის მონახულება და ყარაბაღის ხალიჩის ქსოვის თავისებურებების გაცნობა, უნოტის კანიონის (დჟდრდიუზი)თვალისმომჭრელი სილამაზე, ტირანაკერტის მუზეუმი, გიანდზასარის ეკლესიისა და ამარასის სამონატრო კომპლექსის მონახულება. ახალგაზრდების ჯგუფმა ნეტარება განიცადა, როდესაც ყარაბაღის მთიანი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სურათების გალერეას ესტუმრა, სიამაყითა და თრთოლვით მოუყარეს მუხლი გმირთა ხსოვნას, რომელთაც ერისა და სამშობლოსათვის დადეს თავი.

საქართველოს სომეხი ახალგაზრდობა, არწახელი ხალხის გმირული მაგალითით შთაგონებულნი, თბილისს დაუბრუნდნენ და თან წაიღეს ახალი მეგობრების გულთბილი საუკეთესო სურვილები და ახალი შეხვედრის მოლოდინი. »

შედარებისათვის, აი, რას წერს ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიების მონახულებასთან დაკავშირებით ალექსანდრე ლაპშინი.

«საჭიროა სულ რაღაც 150 დოლარი აზერბაიჯანის კანონების დასარღვევად. მოიძებნება სპონსორები, რომელთა წყალობით მე კიდევ ერთხელ დავარღვევ აზერბაიჯანის კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ზოგადად საქმე ერევანში მაქვს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს კვლავ გავემგზავრო ყარაბაღში/არწახში, რათა აზერბაიჯანის შავ სიაში დავწინაურდე, თორემ ამჟამად მე-16 ადგილზე ვარ, მე კი პირველობა მსურს, იქ ჩემი კუთვნილი ადგილი უჭირავს ვიღაც თვითმარქვიას სინგაპურიდან აბუგალი სინ-სი ერნს. და კიდევ, что я в последний раз посещал Ка იქ წერია, რომ მე ყარაბაღი ბოლოს 2011 წელს მოვინახულე, დროა განვაახლოთ ეს ინფორმაცია 2016 წლამდე. სამწუხაროა, რომ მანქანის დაქირავება დღიურად 50 დოლარი ჯდება, ხოლო ყარაბაღში მოგზაურობა კიდევ დამატებით სამ დღეს გულისხმობს. სულ რაღაც 150 დოლარი მაკლდება, რომ აზერბაიჯანის კანონი დავარღვიო. შავმა აფრიკამ სრულიად გამოსწოვა ღარიბ ბლოგერს ფინანსები. დამეხმარეთ, კეთილო ხალხნო, ვისაც როგორ შეგიძლიათ. პირველი ადგილი მჭირდება სიაში!

მე-16 ადგილი შეურაცხმყოფელად მიაჩნია და მოვითხოვ დაწინაურებას!

როგორც ვხედავთ ალექსანდრე ლაპშინს თავდაჯერებულობა თავში აუვარდა. მისი მოღვაწეობის შესახებ შესანიშნავად შეაფასა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა:

«ბლოგერი ლაპშინი მუდმივად ტროლავდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ტრაბახობდა საკუთარი მოხერხებულობით აზერბაიჯანის კანონების დარღვევასთან დაკავშირებით. ამბობდა, რომ შავ სიაში მე-16 ადგილიდან საპატიო პირველზე გადანაცვლება სურს. 2015 წელს იგი საქართველოდან აზერბაიჯანში შევიდა თითქოს თავისი და ასევე უკრაინის პასპორტით. არავის დატროლვა არაა საჭირო.»

ანუ ალექსანდრე ლაპშინი დანაშაულებრივ ქმედებას სჩადიოდა საკუთარი სისულელის გამო და მისი დაპატიმრებისა და ექსტრადიციის შემდეგ იმედია, რომ ბევრი ჭკუას ისწავლის.

აი, რაც შეეხება საქართელოში სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, აქ საქმე მეტად სერიოზულადაა:

შეგახსენებთ, რომ ვაზგენ მირზახანიანი ნაციონალიზმს, აშკარა ფაშიზმსა და სეპარატიზმს უქადაგებს იმ ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომელსაც 300 ათასზე მეტი დევნილი ჰყავს აფხაზეთიდან, რომელნიც მშობლიური საცხოვრებლებიდან, სხვათა შორის, სწორედ სომეხმა ბოევიკებმა განდევნეს.

ბელორუსიის რესპუბლიკის მიერ ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, რომელიც დამნაშავეა აზერბაიჯანის კანონის დარღვევაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ოკუპირებული ყარაბაღის უკანონო მონახულება, ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს და დააფიქროს აზერბაიჯანული კანონების დამრღვევები. ისეთი ოდიოზური მოღვაწეებით დაწყებული, როგორიცაა რუსი ბიზნესმენი სტერლიგოვი და საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელით დამთავრებული, ფაქტობრივად საქართველოს სომხურენოვან მოსახლეობას უბიძგებენ ჩაიდინოს დანაშაული და მოინახულოს ოკუპირებული ტერიტორიები და ამასთან ამის მასმედიაში საჯაროდ გამოცხადებასაც არ ერიდებიან.

საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს საქართველოს სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაა, რომელსაც ვაზგენ მირზახანიანი ხელმძღვანელობს. რომელიც ასევე მონაწილეობს ამგვარი უკანონო მგზავრობის ორგანიზებაში და საქართველოში ჩამომსვლელებს უკანონოების ჩადენისაკენ უბიძგებენ. განსაკუთრებით საინტერესოაა, რომ ამასთნ ეპარქია ამავე დროს საქართველოს კანონმდებლობას ეყრდნობა რესტიტუციის შესახებ და მოითხოვს 442 ე.წ. სომხური, სინამდვილეში ქართული ეკლესიის სომხებისათვის გადაცემას.

ისმის კითხვა, როგორ შეუძლია ორგანიზაციას, რომელიც ხალხს მოუქოდებს დანაშაულებისაგან, დაეყრდნოს რაიმე კანონს საერთოდ? მით უმეტეს, ისტორიულად, როგორც ცნობილია, სომხური ეკლესია მუდამ ეპატრონებოდა ქართულ სიწმინდეებს აბსოლუტურად უკანონოდ.

ვიდრე სომხური საჯარისო შენაერთები განაგრძობენ ყარაბაღს, ნებისმიერი საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების მონახულება ტურისტული მიზნით ყოვლად დაუშვებელია. თუ სომხებს საკუთარი დიასპორიდან ასე ძალიან სურთ მთიანი ყარაბაღის მონახულება, ისინი სასომხეთის ხელისუფლებას დაჟინებით უნდა სთხოვდნენ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას სასომხეთს.

მთიანი ყარაბაღის მხოლოდ და მხოლოდ სრული დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანის იურისდიქციაში, არც საქართველოს სომხებს და არც სხვა სომხებს არ შეექმნებათ პრობლემა ამ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილებაში. მანამდე კი ყარაბაღის მონახულება და განსაკუთრებით ამგვარი ვიზიტის პროპაგანდა შეფასდება, როგორც ეთნიკური წმენდის თანამონაწილეობა და აზერაიჯანელი მოსახლეობის გენოციდი.

ყველაზე საინტერესოა, რომ სომეხი იურისტები, რომელთაც ასე სურთ დააპატიმრონ და დაატუსაღონ უდანაშაულო ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ სომხური მითი „ოსმალეთის იმპერიის მხრიდან სომეხთა გენოციდის შესახებ“, აღშფოთებულნი არიან იმით, რომ აზერბაიჯანს გადასცეს ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი კონკრეტული დანაშაულის გამო.

თავისი დანაშაულებრივი ქმედებებით ლაპშინის ად მირზახანიანის მაგვარნი სხვადასხვა ხარისხით ხელს უწყობენ ოკუპაციის გაგრძელებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და 1 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი დევნილის უფლებების დარღვევას.

ალექსანდრე ლაპშინის პრეცედენტი ასევე დასტურია იმისა, რომ ყარაბაღის პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს. მილიონობით აზერბაიჯანელი საკუთარ მიწებს უნდა დაუბრუნდეს, რომელთაც, ლაპშინისგან და სხვა მისნაირებისაგან განსხვავებით, საკუთარ მიწებზე არ უშვებენ სომეხი ოკუპანტები.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ვაზგენ მირზახანიანისნაირი პროვოკატორების „მოღვაწეობა“, რომელიც სეპარატიზმს „ქადაგებს“ და სურს დაისაკუთროს საქართველოს სიწმინდეები, რითაც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ქართველ ხალხს.




KavkazPlus

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები