საზოგადოება

მაშველებმა ლომისობის დღესასწაულზე დაშავებულ 80 ადამიანს დახმარება აღმოუჩინეს

23.06.16 15:20


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 80 დაზარალებულს გაუწიეს დახმარება. ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები რთული რელიეფის გამო დაშავდნენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით 60 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში დილის ექვსი საათიდან იყო მობილიზებული. ამ დროისთვის მაშველები 80 ადამიანს დაეხმარნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეების დასახმარებლად დღესასწაულის დამთავრებამდე მლეთაში დარჩებიან.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები