საზოგადოება

ქართველი სტუდენტები, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, საქართველოში სტაჟირებას გაივლიან

23.06.16 16:00


დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქართველ სტუდენტთა განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პროექტში „დიასპორული სტაჟირება 2016“, იუწყება უწყების ოფიციალური საიტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ივლისი, 18 ივლისიდან კი ოთხკვირიანი სტაჟირება დაიწყება. სტაჟირების გავლას სტუდენტები ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში შეძლებენ.

პროქეტი სპეციალურად იმ სტუდენტებისთვის არის შექმნილი, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სურთ საქართველოს გაუზიარონ.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ აპლიკაციის ფორმა მითითებულმისამართზე.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე უნდა მიმართონ: [email protected]; [email protected]
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ 2013 წლიდან ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს, რაც სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი გამოცდილება და ასევე გაეცნონ საქართველოს საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს.

ეს პროგრამა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა.

სამი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობა მიიღო ასამდე ქართველმა სტუდენტმა ამერიკიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, კანადიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები