საზოგადოება

BIAFF 2016 წელს 18-25 სექტემბერს ჩატარდება

23.06.16 17:30


ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2016, წელს პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში, 18-25 სექტემბერს ჩატარდება, ამის შესახე ოთხშაბათს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს.

BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად წარმოდგენილია 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებს, მათ შორის: საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი; დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი; მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი; "ქართული პანორამა"; დიდოსტატთა კოლექცია; "შექსპირი კინოში" — უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია; ევროპის კინოაკადემიის (EFA) საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; რეტროსპექტივები.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა.

BIAFF 2015 – ზე რომელიც შარშან 13-20 სექტემბერს გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნის 80 ფილმი იყო წარდგენილი. კინოფორუმს სტუმრები ევროპიდან, აშშ-იდან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და აზიიდან ეწვივნენ.

შარშან BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კინოვარსკვლავს ნასტასია კინსკის, რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს და მსახიობ ბაადურ წულაძეს გადაეცათ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები