პოლიტიკა

„გირგვლიანის საქმეზე ჩვენმა სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ირაკლი სესიაშვილი სააკაშვილის განაჩენზე

09.01.18 14:30


საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამამტყუნებელ განაჩენს სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

“არავის გაკვირვებია ჩვენს ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ჩანს ჩვენმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი გააკეთა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება შეწყალების თაობაზე. არ არის საუბარი, რომ პრეზიდენტის უფლება იზღუდება ან ამ მიმართულებით რაღაც რევიზია ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მართლაც აქვს შეწყალების უფლება, ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. ამაზე საუბრობდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ამაზე ვსაუბრობთ მთელი საზოგადოება. ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სამართლიანი. რაც შეეხება ბატონი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ვფიქრობ, უფრო მეტი პრეტენზია უნდა ჰქონოდა მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მიკვირს რატომ აპელირებს მარგველაშვილი გადაწყვეტილებაზე ამ ფორმით”,- განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილება გამოიყენა მიკერძოებულად:

“ეს იყო კორუფცია და გარიგება. ჩვენმა სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო , რაც თავისუფლად ეყრდნობოდა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ძალიან მკაცრ მინიშნებას. კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა მარგველაშვილის პრეტენზია დაკავშირებულია ზოგადად ამ კონსტიტუციურ უფლებასთან , რასთანაც ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები