პოლიტიკა
09.01.18 15:00
ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ფიცის დადების ცერემონიალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გუშინ გაიმართა. ღონისძიებას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, მოსამართლეები და სასამართლოს სამდივნოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლადო ჭანტურიამ ამ პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა. სტრასბურგის მოსამართლის მოვალეობას ის 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე შეასრულებს.
სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე ლადო ჭანტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს აირჩია. რეკომენდაცია მას ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა გაუწია. ლადო ჭანტურიას გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროცედურა შეიმუშავა; შეიქმნა საკონკურსო კომისიის უნიკალური მოდელი, რომელიც პროცესში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატების ჩართულობას ითვალისწინებდა. კომისიის მუშაობა ღია იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც.
ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ კონკურსის დასკვნით ეტაპს − კანდიდატებთან გასაუბრებას. კომისიას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განისაზღვრა მკაფიო კრიტერიუმები.
სტრასბურგის მოსამართლის კონკურსის პირველი ეტაპი 21 თებერვალს, მეორე კი 26 ივლისს გამოცხადდა. პირველი კონკურსის შედეგად წარდგენილი სიიდან ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ლადო ჭანტურიას, მეორე კონკურსის გამარჯვებულთაგან კი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები მოიწონეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24