პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 39 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება

09.01.18 16:45


სახელმწიფო საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 39,1 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს, აღნიშნულია საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე განთავსებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადგენილებაში.

საარჩევნო ღონისძიებებზე სახელმწიფო დახარჯავს 28,2 მლნ ლარს, მოხელეთა მომზადებისთვის — 1 მლნ ლარზე მეტს.

საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის ხარჯები 2,2 მლნ ლარზე მეტი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება — 7,6 მლნ ლარზე მეტი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები