ეკონომიკა

მთავრობამ „კულტურის სტრატეგია 2025″ დაამტკიცა

30.06.16 18:15


საქართველოს მთავრობამ კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი “კულტურის სტრატეგია 2025” დაამტკიცა. სტრატეგიის დოკუმენტის გარდა, დამტკიცდება სამწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

როგორც კულტურის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ მიხეილ გიორგაძემ “კულტურის სტრატეგია 2025” -თან დაკავშირებით განაცხადა, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას. კულტურის მინისტრმა ფაქტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობამ პირველად დაამტკიცა გრძელვადიანი კულტურის სტრატეგია.

“კულტურის სტრატეგია 2025”, გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი “სტარტაპების” განვითარების ხელშეწყობაზე.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები