პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი - „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს

29.04.24 12:55


„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვინაიდან საუბარია უცხო ძალებიდან, ანუ სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსებაზე.

 

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ამ კანონის მიზანში შედის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გარკვეული პრინციპული სიახლეების შეტანა, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი გახდა.

 

„მგონი ვთანხმდებით, რომ ეს კანონი თავისი მიზნიდან და სამოქმედო სფეროდან გამომდინარე, ეხება არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ცხოვრებას და ურთიერთობებს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვინაიდან საუბარია უცხო ძალებიდან, ანუ სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსებაზე. შესაბამისად, ამ კანონის მიზანში შედის ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გარკვეული პრინციპული სიახლეების შეტანა. იქიდან გამომდინარე, რომ თავად კანონი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაფინანსების წყაროა უცხო სახელმწიფო და მეორე, ეს სახელმწიფოები თუ რომელიმე ორგანიზაციებს 20%-ზე მეტს მისცემენ ერთი წლის განმავლობაში, აქაურ მიმღებებთან ერთად ცხადდებიან მათი ინტერესების გასატარებლად საქართველოში საქმიანობის მქონე ორგანიზაციებად თუ სახელმწიფოებად. ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით, ყოველგვარი სხვა მაკვალიფიცირებელი ნიშნის მიხედვით, ცხადდებიან ისეთ ძალებად, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებენ საქართველოში და აქ იპოვეს პარტნიორები, რომელსაც საკუთარი ინტერესების გარდა, არაფერი აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონი გახდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისი განმარტებით, ყველა სახელმწიფო ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს ამას, რომ ევროკავშირთან პროცესს ხელი შეუწყო. ანრი ოხანაშვილმა დავით უსუფაშვილს კითხვის დასმა არ დაასრულებინა და მას გაფრთხილება მისცა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები