საზოგადოება

შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული

29.04.24 14:42


რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი კვლავ იზოლატორში რჩება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

პეტრიაშვილი, ისე როგორც გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები მოინახულეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა.

 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ალექსი პეტრიაშვილის გარეგანი ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები