პოლიტიკა
29.04.24 17:15
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უცოდინრები უწოდა. „არავის არაფერი წაგიკითხავთ, ერთი კითხვა არ გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოდის. მოღალატეები და თან უცოდინრები. ვდგავართ მეოთხე მუხლზე, მაქვს კიდევ ბევრი შეკითხვა, მეხუთე მუხლზე - მონიტორინგთან დაკავშირებით, ჯარიმებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე რუსული სტანდარტია. ამდენი ხანი ხომ კითხულობდით, რომელი მუხლია რუსულიო, რომ გითხარით ყველა მუხლი რუსულია, აღარ მოგწონთ ხომ?! მომეცით შესაძლებლობა! მოღალატეები ხართ და თან უვიცი მოღალატეები ხართ!" - განაცხადა ბოკუჩავამ.
„შეურაცხყოფას ნუ აგრძელებთ დეპუტატების, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“,- მოუწოდა ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას, თეონა აქუბარდია კი, რომელიც ბოკუჩავასთან ერთად იყო პოლემიკაში ჩართული, გააფრთხილა, რომ რეგლამენტის დარღვევის გამო გააძევებდა.
საბოლოოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიაც გააძევა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
"უმრავლესობის ერთი წევრი სიმბოლურად მაინც გაგეფრთხილებინათ, ყველა კანონმორჩილები როგორ ხართ და დამრღვევები ოპოზიციაში ვართ?! თქვენ განხილვა არ გაინტერესებთ, თქვენ გინდათ ამ კანონის მიღება, ვალდებულები ხართ. პასუხს აგებთ, რასაც აკეთებთ, ისტორიის წინაშე. ერთი მოკავშირე არ გყავთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
იქამდე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიორგი დავითურიც გააძევა.
ცნობისთვის, ჯამში ოხანაშვილმა დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, ნიკა მაჭუტაძე, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია. მან სხდომა დაატოვებინა ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ, ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ipn.ge
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24