ეკონომიკა

“მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნების ჯგუფიდან საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა”

07.07.16 17:00


მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ვფიქრობთ, რომ ამ კლასიფიკაციაში წინსვლა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი ქვეყნების კლასიფიკაციას შემოსავლების მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს და ეს კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები