პოლიტიკა

განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე მიხეილ ბატიაშვილმა ბრიტანეთის ელჩთან ისაუბრა

31.08.18 17:30


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთანებული სამეფოს ელჩ ჯასტინ მაკკენზ სმიტს და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორ ზაზა ფურცელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

მიხეილ ბატიაშვილმა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში საქართველოს წლების მანძილზე აქვს დიდი ბრიტანეთის სამეფოს მხრიდან.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფორმის ძირითადი ასპექტები განათლების ყველა საფეხურისთვის, ასევე, ხედვები კულტურის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შესახებ. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების საფეხურის რეფორმირების აუცილებლობას დაეთმო. რეფორმების განხორციელების პროცესში, ამ და სხვა მიმართულებებით როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე, ბრიტანეთის საბჭო სამინისტროს აქტიური მხარდამჭერი იქნება.

მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით შექმნილია რეფორმების ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან განათლების მიმართულების ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა დაინტერსებული მხარეები.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები