პოლიტიკა

დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება

03.09.18 14:00


დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ნინო გვენეტაძის თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გაიმართება.

სხდომას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, წარუძღვება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გახდება ცნობილი თუ როგორ აფასებს საბჭო უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან საკუთარ უფლებაზე, დაასახელოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, უარი თქვა.

„აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი ხარვეზი მოსამართლეები დანიშვნის პროცესში. მათ შორის, ჩვენთვის მოწოდებული არასრული ინფორმაცია, კანდიდატურათა წარსულთან დაკავშირებით, ქულათა სისტემა დაუხვეწავია, საია-ს აქვს შემოთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ამ კანდიდატურების შეფასების სისტემა. მე, როგორც საბჭოს წევრი, ვფიქრობ, მოვითხოვო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დავხვეწოთ ის, თუ როგორ და რანაირად ვაფასებთ კანდიდატებს - აღნიშნავს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები