პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

01.10.18 16:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გეერტ ჰინრიხ არენსს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა არჩევნების მსგავსად, ხელისუფლება უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან, გამჭვირვალე და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.

გეერტ ჰინრიხ არენსმა საქართველოს ხელისუფლებას სადამკვირვებლო მისიის მოწვევისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები