პოლიტიკა

კორეის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება

03.10.18 10:30


კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება. ქართული ენის შემსწავლელ კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ოთარ ბერეჟიანი წარუძღვება.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჰანკუკის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჰანკუკის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი კურსი აღნიშნული მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის შედეგია.

ქართული ენის შემსწავლელი კურსის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, ჰანკუკის უნივერსიტეტს კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი ეწვია. ელჩი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები