პოლიტიკა

ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

03.10.18 10:45


ბრიუსელში დღეს, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც თავდაცვის მინისტრო ლევან იზორია დაესწრება და პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თბილისის დროით 18:15 საათზე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.

სხდომისა და განსახილველი თემების შესახებ იენს სტოლტენბერგს პირველი არხის ჟურნალისტი ესაუბრა.

2 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები