პოლიტიკა

"ჰიპოთეზის დონეზეა ჯერ"- ზურაბ აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე

03.10.18 11:00


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედაზე საუბარი ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა. აღნიშნული კომენტარი აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე გააკეთა. გრიგორი კარასინმა ორი დღის წინ პრაღაში განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის რუსული მხარე უკვე ემზადება და დღის წესრიგზეც მუშაობს:

"თეორიულად შესაძლებელია, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ნამდვილად, ამ შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს განხილული ის საკითხები, რაც ყველაზე აქტუალურია ჩვენთვის და კონფლიქტურ რეგიონებთან არის დაკავშირებული, თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადაიდგას წინ ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრას, თუკი ჩატარდება ძალიან დეტალური მომზადება დასჭირდება. ჰიპოთეზის დონეზეა ჯერ, თეორიულად ვამბობ შეიძლება შედგეს.

ვინ, როგორ, სად, ეს ყველაფერი, თუკი დაიწყება ამ შეხვედრის მომზადება, იქნება გასარკვევი."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები