მსოფლიო

ფაშინიანი კვლავ მოსკოვში მიემგზავრება

22.01.19 14:40


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თებერვლის დასაწყისში მოსკოვში ჩადის.

ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში თქვა.

არსებული ინფორმაციით, ფაშინიანი ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ოფისში სიტყვით გამოვა, რადგან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თავმჯდომარეობა სომხეთზე გადავიდა.

სომხური მედია არ გამორიცხავს, რომ ფაშინიანი რუსეთის ოფიციალურ პირებთანაც გამართავს შეხვედრებს.

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში 2018 წლის 27 დეკემბერს ჩავიდა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები