პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ უნდა იყოს დაძლეული

04.03.21 11:30


იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება, რადგან ეს არის სიტუაცია, სადაც კომპრომისის გარეშე ქვეყანა დაზარალდება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მოლაპარაკებისთვის ორივე მხარემ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

 

„მგონი, ყველას აქვს გათვითცნობიერებული, რომ ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი დაძლეული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ. ამიტომ მგონია, რომ ორივე მხარე ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. თუნდაც ის, რომ ოპოზიციამ თავისი სამოქმედო გეგმა შეცვალა და ნაკლებად კონფრონტაციულია დღეს, ეს არის იმის ნიშანი, რომ რაღაც მზაობა არსებობს მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატის შეცვლაზე შეთანხმდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები