ეკონომიკა
26.03.21 17:40
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში „გლობალური მიზნების დასახვა ადგილობრივი ბიზნესისთვის - საქართველო“ მიიღო მონაწილეობა.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს.
კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სათბური აირების შემცირების მიმართულებით.
ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2030) და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკანონმდებლო მხარდაჭერაა.
კონფერენციის ფარგლებში, საუბარი შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პერსპექტივებსა და ქვეყნების მიერ „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობის საკითხს.
„გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამთავრობო, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24