პოლიტიკა
19.05.22 13:40
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ცნობითვე, მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა, რაც ასევე, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას საფრთხეს უქმნის. შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
„საუბარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს შეეხო.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა განიხილება, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის დირექტორი ჯეისონ ჰემი და USAID-ის წარმომადგენელი მარკ სიმაკოვსკი დაესწრნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24