"არცახის" სიმსივნური სეპარატიზმის ქირურგიული მოკვეთა

19.09.23 22:50


ვერავინ დაადანაშაულებს აზერბაიჯანს იმაში, რომ ყველაფერი არ გააკეთა მის ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და ყარაბაღის ჰაის მოსახლეობის სრული ინტეგრაციისთვის. 44-დღიანი ომიდან სამი წლის შემდეგ აზერბაიჯანი ცდილობდა კომპრომისის პოვნას და ყველა საკამათო საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას. მაგალითად, აზერბაიჯანი მზად იყო დაეშვა ლაჩინის გზის ფუნქციონირება, თუ სომხეთი გახსნიდა ზანგეზურის დერეფანს და არ გამოიყენებდა ლაჩინის გზას აზერბაიჯანის მინერალური რესურსების გასაძარცვად და იარაღისა და ბოევიკების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასატანად. უფრო მეტიც, საუბარი იყო რიგითი სეპარატისტებისა და უკანონო სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებების წევრების ამნისტიაზე - ბუნებრივია, მათი ნებაყოფლობითი განიარაღებისა და დანებების შემთხვევაში. უფრო მეტიც, აზერბაიჯანი ფაქტიურად ევედრებოდა სეპარატისტებს, რომ ყარაბაღის ჰაის მოსახლეობა აღდამის გზით მოემარაგებინათ, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება უარყოფილ იქნა. იმ მოტივით, რომ ეს არ ჯდებოდა სეპარატისტების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციულ სპექტაკლში მოჩვენებითი „შიმშილით, ბლოკადით და გენოციდით".

 

საბოლოოდ, სეპარატისტები იმდენად გათავხედდნენ, რომ თითქმის დაუფარავად დაიწყეს მზადება "დიდი ომის" გასაჩაღებლად, ცდილობდნენ რუსეთისა და ირანის ჩათრევას თავის მხარეზე. ამავდროულად, ეს ომი არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის „აფეთქებას“ გამოიწვევდა, რადგან ის გულისხმობდა რუსეთის ახალ შემოჭრას საქართველოში, „სამხედრო დერეფნის“ გარღვევით, ყველა სატრანზიტო კომუნიკაციის გაწყვეტით, რაც კატასტროფულ დარტყმას მიაყენებდა გლობალურ ეკონომიკას.

 

ჰაის "არცახელმა" სეპარატისტებმა აშკარად გადაწყვიტეს ახალ ომში გამოიყენონ რუსეთის ფედერაციის გამოცდილება ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებზე, რაც მოიცავს ყველაფრის ტოტალურ დანაღმვას, მათ შორის გზების, რომლებსაც უკვე რეგულარულად იყენებენ აზერბაიჯანელები. სეპარატისტებისა და რევანშისტების გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის არმიის წინსვლა უნდა შეაფერხოს „ნაღმის ტერორმა“. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათი გათვლებით, „დიდი ომი“ იქნება პროვოცირებული.

 

შედეგად, 2023 წლის 18 სექტემბერს სეპარატისტების მიერ ცოტა ხნის წინ დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის ექვსი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანი სეპარატისტების მიერ „ნაღმების ტერორის“ აღდგენის ფაქტის წინაშე დადგა. აშკარა გახდა, რომ სიმსივნური სეპარატიზმის „განკურნების“ მცდელობა „ნაზი“ მეთოდებით აღარ არის რეალური - საჭიროა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა და ამ სიმსივნის სრული მოკვეთა. ამგვარი ქირურგიული ჩარევა დაიწყო 2023 წლის 19 სექტემბერს უკანონო სეპარატისტული დაჯგუფებების ადგილებზე თავდასხმით.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო“. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იყო ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის სარდლობა და ერთობლივი თურქეთ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა.

 

ამჯერად, აზერბაიჯანი თვალნათლივ მიანიშნებს, რომ სეპარატისტებთან ლოლიავს და მათი თვითნებობის მოთმენას თავის ტერიტორიაზე არ აპირებს. ან სეპარატისტები ჩაბარდებიან, დაშლიან თავიანთ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს და ე.წ.„სახელისუფლებო ორგანოები“,  არ შეუშლიან ხელს ყარაბაღის ჰაიებს, მათ, ვისაც სურს ინტეგრირება აზერბაიჯანულ საზოგადოებაში და ვისაც არ სურს აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განადგურდებიან.

 

ყველა ნიშნით, სეპარატისტები და ისინი, ვინც მათ უკან დგანან, ჯერ არ აპირებენ დეესკალაციას. ეს ძალზე სამწუხაროა ყარაბაღის ჰაიებისთვის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აბსოლუტურად არასაჭირო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რასაც სეპარატისტები „ცოცხალ ფარად“ იყენებენ.

 

ახლა ხანკენდის სეპარატისტების ლიდერებმა, ნაცვლად იმისა, რომ ეძიონ მშვიდობის გზები, პირველ რიგში, ყარაბაღის ჰაიების სასარგებლოდ, დაიწყეს ნამდვილი "სამხედრო ისტერია". ყარაბაღის ჰაის სეპარატისტული ანკლავის "ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა" რუბენ ვარდანიანმა, რომელიც ფსონს დებს რუსეთის მონაწილეობაზე ომში „არცახისთვის“, მოუწოდა სომხეთს „აღიარონ სეპარატისტული „არცახის“ დამოუკიდებლობა და ჩაერთონ სამხედრო მოქმედებებში". ვარდანიანი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში „რუსეთი დაეხმარება ჰაის“. მას არ განუმარტავს, თუ როგორ დაეხმარება რუსეთის ფედერაცია „არცახელ“ სეპარატისტებს უკრაინის ომიდან გამოსვლის საკითხის გადაწყვეტის გარეშე.

 

სეპარატისტები აპირებენ, რომ ყარაბაღის ჰაიების მაქსიმალური რაოდენობა თან ჩაიყოლონ საფლავში, მაგრამ არ სურთ უცხო მიწებზე პრეტენზიების გამოთქმა შეწყვიტონ. მით უფრო უარესი ჰაი ნაციონალისტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ სეპარატიზმს ეყრდნობიან. ისინი, სამწუხაროდ, იძულებითი  გადასახლებისთვის ისტორიულად კიდევ ერთხელ წირავენ  ათასობით ჰაის, ვისაც მათი სჯეროდა.

 

მაგრამ აზერბაიჯანი, დღევანდელ ვითარებაშიც კი, მზადაა ყარაბაღელი ჰაიების მისამართით გადადგას ნაბიჯები, თუ ისინი დათანხმდებიან სამუდამოდ დაასრულონ სეპარატიზმი და გახდნენ აზერბაიჯანის სრულუფლებიანი მოქალაქეები. აზერბაიჯანის ხელისუფლება მზადაა მიიღოს ყარაბაღის ჰაის მოსახლეობის წარმომადგენლები: მაგრამ ამავე დროს, მოლაპარაკების მთავარი პირობაა სეპარატისტული რეჟიმის დაშლა.

 

  აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა „ევლახში (ქალაქი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში) შეხვდეს ყარაბაღში მცხოვრებ ჰაის წარმომადგენლებს“. აღნიშნულია, რომ „ანტიტერორისტული ზომების დასასრულებლად, ჰაის არალეგალურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება. მთელი პასუხისმგებლობა რიგითი ყარაბაღელი სომხებისთვის მოსალოდნელ შედეგებზე  ეკისრება სეპარატისტებს და მათ მფარველებს.

 

"არცახის" სიმსივნური სეპარატიზმის ქირურგიული ლიკვიდაცია მკვეთრად დააჩქარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სხვა "უგულებელყოფილი სეპარატისტული" დაავადებების მკურნალობას. პირველ რიგში ქართულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. აქ არ არის აუცილებელი "ქირურგიული" ჩარევა. მაგრამ სეპარატისტებმა უნდა გაიგონ, რომ მათი პროექტების დრო დიდი ხანია ამოიწურა და რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს სეპარატიზმის მხარდაჭერის დესტრუქციულობა.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები