მსოფლიო
27.10.23 13:40
“მოსკოვი ერევნისგან მოელის ინფორმაციას იმაზე, თუ რას გულისხმობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი “უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის დივერსიფიცირების” შესახებ”,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პროცესში”, – ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ)-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
“ამ შემთხვევაში, ჩვენ The Wall Street Journal-ს პირველწყაროდ ვერ განვიხილავთ, ამიტომაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ისაუბრა ბატონმა ფაშინიანმა. და, რა თქმა უნდა, სიგიჟეა, რუსეთი და სომხეთი გაზეთის მეშვეობით, მითუმეტეს Wall Street Journal-ით საუბრობდნენ. ამიტომ, ჩვენ ჩვენს სომეხ მეგობრებთან დიალოგს ვაგრძელებთ”.
The Wall Street Journal-ში ფაშინიანის ინტერვიუს გამოეხმაურა მარია ზახაროვაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, და ერთი მხრივ, ფაშინიანი და მეორე მხრივ, დასავლეთი “პროვოკაციულ კითხვებზე პასუხების ამოქაჩვისთვის” გააკრიტიკა.
ამასთან, მისივე ცნობით, 25 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის დროებითი რწმუნებული იყო გამოძახებული სომხეთის საინფორმაციო სივრცეში ანტირუსული კამპანიისა და რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი სამშვიდობოების მისამართით სომხეთში გასული “ოდიოზური პუბლიკაციების”გამო.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24