საზოგადოება

ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

17.06.24 10:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია.

 

„საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს, მშვიდობის,  თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.

 

მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და  ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში. ამიტომ თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

 

ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები