საზოგადოება

გიორგი ქოჩორაშვილი თურქეთთან მატჩის შესახებ - ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა

19.06.24 12:29


საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩის შემდეგ გუნდის სადებიუტო შეხვედრა შეაფასა.

 

„ვფიქრობ, დღეს მეტს ვიმსახურებდით. პირველ 15 წუთში ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ ვიპოვეთ ჩვენს თავში ძალა, რომ წინ წავსულიყავით და გოლი გაგვეტანა. ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ჩემი მეგობრებით, ჩემი ოჯახით.


ამ თამაშში ყველაფერი ჩავდეთ. მაგრამ არის კომპონენტები, რაშიც მათ გაუმართლათ, ჩვენ კი – არა. შევეცდებით, რომ ძალები აღვიდგინოთ და შემდეგი თამაშისთვის მზად ვიყოთ.

 

თურქეთის ნაკრებმა რა შთაბეჭდილება დატოვა? ვფიქრობ, თამაში სწორად იყო დაგეგმილი. მატჩის მსვლელობის დროს რაღაცების შეცვლა მოგვიხდა იმის მიხედვით, რომ თურქეთის ნაკრები მაღალ დონეზე თამაშობდა – მათ მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ.

 

თურქეთთან თამაში წარსულს ჩაბარდა და შევეცდებით, რომ ეს ლაფსუსებიც წარსულს ჩავაბაროთ, ამ მარცხიდან რაღაც ვისწავლოთ და ჩეხეთთან პირველ გამარჯვებას მივაღწიოთ.


გახარებული ვარ, რომ დორტმუნდში ჩვენს საგულშემატკივროდ 10-15 ათასი გულშემატკივარი ჩამოვიდა. მათი ხმა გვესმოდა – თურქები მრავლადიყვნენ და რაღაც მომენტებში მათმა ხმამ ჩვენებისას გადააჭარბა, მაგრამ მადლობა მათ, რომ ჩამოვიდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ“.

 

1tv.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები