რეგიონი

რომან გოცირიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის შეფასება საინტერესო, ობიექტური იყო, ჩინეთის შემოსვლა, რა თქმა უნდა, რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს

19.06.24 13:31


ანაკლიასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის განცხადება ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს, ტერიტორიაზე, სადაც 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

გოცირიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის ელჩის ერთ-ერთი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც რობინ დანიგანმა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე აღნიშნა: „CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?

„ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რაღაც – ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. კომუნისტური პარტიის ბიზნესსუბიექტი, რომელიც თავდაცვისა და სხვა სახის ობიექტებს აშენებს ჩინეთში – ასე ამბობს ელჩი. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზომები საოცრებას ახდენს, ყვავის და ჩინეთში არსებობს საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორატიული ბიზნესი. აქ საუბარია ორმაგ მხარეზე – ერთია, შანხაის რომელიღაც კომპანიას რომ აეშენებინა, სადაც თუნდაც ჩინური აქციები ღია ბაზარზე იყიდება და მეორე, როდესაც მთავრობა კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ ობიექტს აშენებს. ბუნებრივია, ის რისკებს შეიცავს. ელჩის შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

1tv.ge

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები